მაკეტი. ,,პირველი ქართული სკოლა” ბათუმში . ავტორი - პროფესორი, თეიმურაზ კომახიძე

კოლექციის შესახებ

„ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ბათუმში 1881 წლის 23 მარტს დააარსა ,,პირველი ქართული სახალხო სკოლა",სადაც ერთად უსხდნენ მერხებს ქრისტიანი და ქართველი მაჰმადიანი ბავშვები.

სკოლის გახსნის წინ ბათუმში ჩამოვიდა თვით ილია ჭავჭავაძე და მოსახლეობას აუწყა სკოლის გახსნაო-წერდა გაზეთი „დროება“.

სკოლის პირველ გამგე-მასწავლებლად შეირჩა ილიას კანდიდატები-ალექსანდრე ნანეიშვილი და მიხეილ შარაშიძე,რომლის მოღვაწეობის პერიოდში სკოლა გამოვიდა პატარა,ვიწრო შენობიდან და ქველმოქმედი კაცის, ექვთიმე ბერძენიშვილის და ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის უშუალო ძალისხმევით,მატერიალური შემწეობით,(რომელიც გახლდათ ასევე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი) ბათუმში აშენდა პირველი ქართული სკოლის შენობა (1895 წელს) მოსწავლეთა ბინებითურთ. სკოლის მატერიალური ბაზის განმტკიცებამ შემდგომში ხელი შეუწყო სასწავლო აღმზრდელობითი საქმის გაძლიერებას.

გაზიარება